Aa
Aa

1965 წლის შემდეგ პირველი გუნდი - სიტიმ არსენალს ისევ მოუგო და 1/2 ფინალში გავიდა

ინგლისის ლიგის თასის 1/4 ფინალურ შეხვედრაში „მანჩესტერ სიტიმ“ „არსენალი“ სტუმრად 4:1 დაამარცხა და 55-წლიანი რეკორდიც გაიმეორა.

„ქალაქელები“ გაბრიელ ჟესუშმა დააწინაურა, თუმცა „მეთოფეებმა“ ლაკაზეტის გოლით გაათანაბრეს, ამის შემდეგ კი გოლები მხოლოდ ერთ კარში გადიოდა - თავი მაჰრეზმა, ფოდენმა და ლაპორტმა გამოიჩინეს.

შედეგად, „სიტი“ გახდა ბოლო 55 წელიწადში პირველი გუნდი, რომელმაც „არსენალს“ ზედიზედ 4 გასვლითი მატჩი მოუგო. 1960-65 წლებში ამაზე უკეთესი სერია „ჩელსის“ ჰქონდა - „ლურჯებმა“ „მეთოფეთა“ არენაზე ზედიზედ 6-ჯერ გაიმარჯვეს.

„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ლიგის თასის ბოლო 3 გათამაშების ჩემპიონია და ტიტულისკენ წელსაც დამაჯერებლად მიიწევს. მის გარდა, კიდევ 1 ნახევარფინალისტი უკვე ვიცით და ეს „ბრენტფორდია“, რომელმაც ასპარეზობიდან „ნიუკასლი“ გამოთიშა. დარჩენილ ორ მეოთხედფინალში კი „სტოკი“ – „ტოტენჰემს“, ხოლო „ევერტონი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს.

ბრიტანული პრესა „არსენალში“ უკვე მწვრთნელის შეცვლის აუცილებლობას ხედავს და ამაზე მკვეთრად აქცენტირებს. გაჟღერებულ ხმებს პეპ გუარდიოლამ უპასუხა და აღნიშნა, რომ მიკელ არტეტას გაშვება დიდი შეცდომა იქნებოდა. შეგახსენებთ, რომ არტეტა „არსენალში“ დანიშვნამდე „სიტიში“ სწორედ პეპის ასისტენტი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები