ალაბას ქველმოქმედება - დავიდმა ტკბილეული გამოაცხო და ბავშვებს დაურიგა
Aa
Aa

ალაბას ქველმოქმედება - დავიდმა ტკბილეული გამოაცხო და ბავშვებს დაურიგა

კათოლიკური შობა ძალიან მალე დადგება. „ბაიერნის“ ფეხბურთელისთვის დავიდ ალაბასთვის ეს დღე განსაკუთრებულია და ის ყოველთვის ჩართულია სხვა და სხვა ღონისძიებებში.

ავსტრიელი ფეხბურთელი მიუნხენში „Brücklmaier“-ის საცხობს ეწვია და მცხობელებთან ერთად 120 კილო ფუნთუშა, 90 კილო ირისის ორცხობილა და 30 კილო საშობაო ნამცხვარი მოამზადა. რა თქმა უნდა ყველაფერი ალაბას არ გამოუცხვია,მაგრამ საქმეში აქტიურად ჩართული.

შობის დღესასწაულების პეროდში დავიდ ალაბა წლებია ბავშთა სახლებში დადის და საჩუქრები მიაქვს.

ჩემთვის ეს ტრადიცია ძალიან ძვირფასია. მითუმეტეს წლევანდელ წელს,როდესაც მსოფლიო პანდემიამ მოიცვა. ბავშვების სიხარული და მათ გვერდზე დგომა ყველაზე მნიშვნელოვანია.“- განაცხადა ალაბამ

გასულ წელს ავსტრიელმა ფეხბურთელმა სანტა კლაუსის ფორმა ჩაიცვა და მიუნხენის ქუჩებში ბავშვებს ტკბილეოულობა დაურიგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები