ლევანდოვსკი:
Aa
Aa

ლევანდოვსკი: "მესის და რონალდუს ჩემს მაგიდასთან ვეპატიჟები"

რამდენიმე დღის წინ რობერტ ლევანდოვსკი FIFA-ს ვერსიით 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო მიმდინარე წლის ოქროს ბურთის დაჯილდოება არ გაიმართება. ექსპერტების აზრით ამ ჯილდოს სწორედ პოლონელი თავდამსხმელი მიიღებდა. "ბაიერნის" ვარსკვლავმა FRANCE FOOTBALL-თან ინტერვიუ ჩაწერა და საინტერესო დეტალებზე ისაუბრა.

 "ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მესი და რონალდუ უმაღლეს მწვერვალზე ერთ მაგიდასთან ისხდნენ. სწორედ ამის გამო არიან ისინი შეუდარებლები. გულწრფელად გეტყვით, მათ გვერდით ჩემი თავის წარმოდგენა არ შემიძლია.

თუ თქვენ ჩემს სტატისტიკას გადახედავთ, ნახავთ, რომ ბევრი გოლი გავიტანე და კარგი შედეგები მაქვს. თუ მე კრიშტიანუს და ლეოს მაგიდასთან ვერ მოვხვდები, თამამად დავპატიჟებ მათ ჩემს მაგიდასთან.

მსურს, რომ მაქსიმალურად დიდი პროგრესი განვიცადო და უფრო მეტად განვვითარდე, რადგან ჩემი დრო შეზღუდულია. ფეხბურთელისთვის ახალგაზრდა ასაკი აღარ მაქვს, ამიტომ მაქსიმალურად ვეცდები უფრო უკეთესი გავხდე." - განაცხადა ლევანდოვსკიმ

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკიმ გასულ სეზონში. "ბაიერნთან" ერთად ტრიპლეტი შეასრულა და მოგვიანებით უეფა-ს სუპერ თასიც მოიგო. ოქროს ბუცის მოგებამდე კი სულ რამდენიმე გოლი დააკლდა. რობერტს იტალიელმა ჩირო იმობილემ აჯობა. ასევე ლევანდოვსკი გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. 32 წლის თავდამსხმელმა 10 გოლი გაიტანა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები