Aa
Aa

წლის სპორტის პერსონა - BBC-იმ ჰემილტონი გამოარჩია

„მერსედესის“ ბრიტანელი პილოტი, ლუის ჰემილტონი BBC-იმ 2020 წლის სპორტის პერსონის ნომინაციაში საზოგადოების ხმების მიხედვით გამოარჩია და სპეციალური ჯილდო გადასცა.

ჰემილტონის შემდეგ მეორე ადგილი „ლივერპულის“ კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა დაიკავა, მესამე პოზიციაზე კი ჟოკეი ჰოლი დოილი გავიდა.

„მინდა, ყველა ნომინანტს მივულოცო, მათ შესანიშნავი წელი ჰქონდათ. ვამაყობ იმით, რასაც მიაღწიეს და მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ხმა მე მომცა.

მსოფლიო ახლა რთულ მდგომარეობაშია და მოვიკითხავ ყველას, ვინც ასეთ პირობებში თავის მოვალეობას ასრულებს, ასევე ბავშვებს და მათ ყველაფერ პოზიტიურს ვუსურვებ. გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს“.

ჰემილტონმა 2020 წლის სეზონში 17-დან 11 გრან-პრი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონობაც იზეიმა. ასევეე მიხაელ შუმახერის რეკორდი გააუმჯობესა და კარიერაში უკვე 95 გრან-პრის ჩემპიონობა აქვს მოპოვებული. ლუისი ფორმულა 1-ის ახალ სეზონს მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონის რანგში შეხვდება.

BBC-იმ გამარჯვებულები სხვა ნომინაციებშიც გამოავლინა. წლის საუკეთესო მწვრთნელი - იურგენ კლოპი, ხოლო გუნდი „ლივერპული“ გახდა. ექსპერტებმა კი სპეციალური ჯილდო „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევ მარკუს რაშფორდს გადასცეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები