ლეროი სანე:
Aa
Aa

ლეროი სანე: "36 წუთში შეცვლას არ ველოდებოდი"

ბუნდესლიგის მორიგ ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ლევერკუზენის "ბაიერს" ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 1:2 დაამარცხა. მატჩში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. 

32-ე წუთზე კინგსლი კომანმა ტრავმა მიიღო და ფლიკმა სანეთი ჩაანაცვლა. მეორე ტაიმის 68-ე წუთზე კი მთავარმა მწვრთნელმა გერმანელი მინდვრიდან გაიყვანა და მის ნაცვლად 17 წლის ჯამალ მუსიალა გამოიყვანა. აღსანიშნავია, რომ ლეროის არანაირი დაზიანება არ მიუღია. 

ამასთან დაკავშირებით "ბაიერნის "ათიანმა" კომენტარი გააკეთა: "ასე მალე შეცვლა ძალიან გამიკვირდა. თავს კომფორტულად ვგრძნობდი, მაგრამ ფეხბურთში ასეთი რაღაცები ხდება. მწვრთნელის გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა ვცეთ.

მიხარია, რომ გუნდი ყველა ტურნირზე სტაბილურად გამოიყურება. მიუნხენში ახალი გადმოსული ვარ და მთელი გუნდი გვერდში მიდგას. როდესაც ყველას უყვარხარ, ადაპტაცია გაცილებით ადვილია." 

შეგახსენებთ, რომ ლეროი სანე "რეკორდმაისტერს" უკანასკნელი სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა. დღემდე გერმანელმა "ბაიერნის" მაისური 16-ჯერ მოირგო და 5 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები