ვან გაალი:
Aa
Aa

ვან გაალი: "ყველამ იცის, რომ პეპი ჩემზე ბრაზობს"

69 წლის ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ლუი ვან გაალმა პეპ გვარდიოლასთან არსებულ არასახარბიელო ურთიერთობაზე ისაუბრა.

ვან გაალმა პეპი თავის ბოლო წიგნში გააკრიტიკა და რა თქმა უნდა, გვარდიოლას ეს არ მოეწონა. ამის შემდეგ, მათ შორის ურთირთობა დაიძაბა.

„ყველამ კარგად იცით ჩემი და პეპ გვარდიოლას ურთიერთობის შესახებ, ის ჩემზე გაბრაზებულია, რადგან ჩემს ბოლო წიგნში ის გამოვიწვიე.

მინდა აღვნიშნო, რომ „სიტის“ მიმართ გაცილებით დიდი სიმპათიები გამაჩნია, ვიდრე „იუნაიტედის“ მიმართ. რაც მანჩესტერულ დერბიში „მანკუნიანელებმა“ გააკეთეს, ეს იყო თავდაცვა 10 კაცით. ისინი ისე თამაშობდნენ, რომ თითქოს „სიტის“ მინიონები იყვნენ“.

ვან გაალმა ოლე გუნარ სულშერის შესახებაც ისაუბრა, რომლის დათხოვნასაც პრესა უკვე დიდი ხანია ელის.

„სულშერს ისინი ისევე სწრაფად არ დაითხოვენ, როგორც სხვა მწვრთნელებს, რადგან ის კლუბის ყოფილი მოთამაშეა. „იუნაიტედი“ მწვრთნელს შუა სეზონში არ დაითხოვს, მითუმეტეს სულშერს. ჩემ შემთხვევაშიც, კლუბი სეზონის ბოლომდე იცდიდა, რომ გავენთავისუფლებინე, ვფიქრობ ამჯერადაც ასე მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ ვან გაალი „იუნაიტედს“ 2014-2016 წლებში წვრთნიდა. მას შემდეგ ნიდერლანდელს არცერთი გუნდი არ ჩაუბარებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები