''ხვიჩასთვის დორტმუნდი საუკეთესო ვარიანტია, სადაც ტალანტებს ვარსკვლავებად აქცევენ''
Aa
Aa

''ხვიჩასთვის დორტმუნდი საუკეთესო ვარიანტია, სადაც ტალანტებს ვარსკვლავებად აქცევენ''

რუსული გამოცემა Sport24 ქართველი ტალანტის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს, რომლისთვისაც 2020 წელი ძალიან პროდუქტიული გამოვიდა. აღნიშნულ გამოცემა რუსეთის ჩემპიონატის გამორჩეულ ფეხბურთელებზე წერს, რომლებიც შესაძლოა დასავლეთ ევროპულ კლუბებში ვიხილოთ. კვარაცხელიასთან მიმართებით სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ქართველისთვის საუკეთესო ვარიანტი ''ბორუსიაა'', სადაც ტალანტებს ვარსკვლავებად აქცევენ.

''მიმდინარე წლის ოქტომბერში Championat.com-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ''დორტმუნდმა'' ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ არსებითი ინტერესი გამოხატა. ეს პირველი შემთხვევაა არაა, როცა მას აკვირდებიან, მაგრამ ახლა ვსაუბრობთ მოთამაშის შეძენის შესაძლებლობის დეტალურ შესწავლაზე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ გუნდებმა ტრანსფერის განხორციელება ზამთარში განიხილონ, თუმცა მხარეებს შორის კონსულტაციები ერთ თვეზე მეტი ხანია მიმდინარეობს.

კვარაცხელიასთვის ''დორტმუნდი'' იდეალური მაგალითია, სადაც მწვრთნელებმა ტალანტის ვარსკვლავად ქცევის ფორმულა შეიმუშავეს. ჯეიდონ სანჩოსაშრაფ ჰაკიმისა და ერლინ ჰოლანდის მაგალითები თვალსაჩინოა. ფეხბურთელი ''დორტმუნდის'' წინადადებას ორივე ხელით უნდა ჩაეჭიდოს. ''დორტმუნდის'' გარდა ქართველი ტალანტით ''სასუოლო'', ''უდინეზე'' და ''ტორინო'' ინტერესდებიან''.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგაში 16 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა და 3 პენალტი გამოიმუშავა.

Sport24-მა რუსეთის პრემიერ ლიგის 2020-21 წლების სეზონის პირველი ნახევრის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელშიც კვარაცხელია მოხვდა. სიმბოლური გუნდი InStat-ის მონაცემების მიხედვით შეადგინეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები