უკვე ოცდამერვე! - რობერტსონი დე ბრუინს გაუთანაბრდა
Aa
Aa

უკვე ოცდამერვე! - რობერტსონი დე ბრუინს გაუთანაბრდა

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში "ლივერპული" "კრისტალ პალასს" ეწვია და 7:0 გაანადგურა. მესამე გოლი რობერტო ფირმინომ გაიტანა, რომელსაც პასი ენდრიუ რობერტსონმა გაუკეთა. შოტლანდიელი ფეხბურთელის საგოლე გადაცემა სტატისტიკის თვალსაზრისით გამოსარჩევი იყო.

ენდრიუ გახდა კევინ დე ბრუინის შემდეგ მეორე ფეხბურთელი, რომელმაც 2018 წლის აგვისტოს შემდეგ ყველაზე მეტი ზუსტი შედეგიანი პასი შეასრულა(28.) ბელგიელი 29 ზუსტ პასს ითვლის.

მარცხენა მცველისთვის კი ასეთი სტატისტიკა მართლაც რთულად მისაღწევია. შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელი "ლივერპულში" 2017 წლის ზაფხულიდან ირიცხება. ენდრიუმ დღემდე "მერსისაიდელთა" მაისური 149-ჯერ მოირგო და 5 გოლი გაიტანა. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები