კლოპი:
Aa
Aa

კლოპი: "მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა"

იურგენ კლოპმა "ბორნმუთთან" წაგებული მატჩი (3:4), პრესკონფერენციაზე შეაფასა. 

"პირველ რიგში "ბორნმუთს" დამსახურებული გამარჯვება უნდა მივულოცო. მათ ბოლომდე იბრძოლეს, რაც დაუფასდათ. ჩვენ რამდენიმე უხეში შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ". 

"ასეთი თამაშისას, მოდუნება და მოწინააღმდეგისთვის ინიციატივისა და ბურთის მიცემა არ შეიძლება. ეს ყველაფერი სამომავლოდ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ". 

"საერთო ჯამში შედეგი დასანანია, თუმცა ფეხბურთში ასეთი რაღაცები ხდება და ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ. ახლა მხოლოდ დეკემბერია და ბრძოლა გრძელდება". - დასძინა კლოპმა, რომლის გუნდიც "ალუბლებთან" მატჩს 76-ე წუთამდე 3:1 იგებდა. 

"ლივერპული" პრემიერ ლიგის 14 ტურის შემდეგ, 30 ქულით მე-3 პოზიციაზეა და ლიდერ "ჩელსის" 4 ქულით ჩამორჩება. 

 

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები