სალაჰი:
Aa
Aa

სალაჰი: "თამაში ბარსელონაში, ან რეალში? ვინ იცის..."

ესპანურ და ინგლისურ პრესაში ვარაუდობენ, რომ სალაჰი მიმდინარე სეზონის ბოლოს „ლივერპულს“ დატოვებს. ეგვიპტელს კარიერაში ახალი გამოწვევის მიღება სურს.

28 წლის სალაჰი ესპანურ AS-ს ესაუბრა და თავის მომავალზე, „რეალში“, ან „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ასეთი პასუხი გასცა:

„ვთვლი, რომ „რეალი“ და „ბარსელონა“ ორი საუკეთესო კლუბია. ვინ იცის რა მოხდება მომავალში. ამჟამად კონცენტრირებული ვარ, რომ „ლივერპულთან“ ერთად პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა კიდევ ერთხელ მოვიგო“.

ჟურნალისტმა სალაჰს მომდევნო კითხვა „რეალთან“ წაგებულ ფინალზე და რამოსთან ორთაბრძოლისას მიღებულ ტრავმაზე დაუსვა. გააძლიერა, თუ არა ამ მარცხმა ეგვიპტელი მენტალურად?

„ვფიქრობ, რაც ფეხბურთელს კარიერის მანძილზე ემართება, იმედგაცრუება თუ სხვა რამ, ეს მას მხოლოდ აძლიერებს და სამომავლოდ ეხმარება.

რამოსთან მიღებული ტრავმა და ეს ინციდენტი ჩემთვის დახურული თემაა. ამაზე აღარ ვსაუბრობ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები