FIFA THE BEST - 2020 წლის საუკეთესო მეკარე ნოიერი გახდა!
Aa
Aa

FIFA THE BEST - 2020 წლის საუკეთესო მეკარე ნოიერი გახდა!

შვეიცარიის ქალაქ ციურიცხში ფიფა-ს 2020 წლის დაჯილდოება THE BEST გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ცერემონია კორონავირუსის პანდემიის გამო ვირტუალურად ჩატარდა და გულშემატკივრებს მსოფლიოს მასშტაბით თვალის მიდევნება სხვადასხვა ინტერნეტ არხის საშუალებით შეეძლოთ.

ხსენებულ დაჯილდოებაზე გამოვლინდა 2020 წლის საუკეთესო ქალი და კაცი ფეხბურთელი, საუკეთესო ქალთა და მამაკაცთა გუნდის მწვრთნელი, საუკეთესო ქალი და მამაკაცი მეკარე, წლის საუკეთესო ქალთა და მამაკაცთა გუნდი. ასევე თამაშდებოდა პუშკაშის ჯილდო(წლის საუკეთესო გოლი), წლის საუკეთესო გულშემატკივარი და წლის "ფეარ პლეი".

წლის საუკეთესო მეკარე კი მანუელ ნოიერი გახდა. შეგახსნებთ, რომ მანუელმა "ბაიერნთან" ერთად ტრიპლეტის მოგება შეძლო. ვეტერანმა მეკარემ კი ამ გამარჯვებებში უდიდესი წვლილი შეიტანა. მანუელის გარდა ნომინანტები ალისონ ბეკერი და იან ობლაკი იყვნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები