ბრწყინვალე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე: დინამომ იადრანს სენსაციურად სძლია
Aa
Aa

ბრწყინვალე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე: დინამომ იადრანს სენსაციურად სძლია

წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თბილისის ''დინამომ'' სენსაციური გამარჯვება იზეიმა. საქართველოს ჩემპიონმა B ჯგუფის მესამე ტურში წარუმატებელი სერია შეწყვიტა და მონტენეგროს წარმომადგენელი ''იადრანი'' ყველასთვის მოულოდნელად 11:8 დაამარცხა.

პირველი პერიოდი თბილისურმა გუნდმა 2:1 მოიგო, თუმცა მეორე პერიოდი ''იადრანის'' გამარჯვებით 2:3 დასრულდა. მესამე პერიოდი საქართველოს ჩემპიონმა ძალიან დამაჯერებლად ჩაატარა (3:0). განსაკუთრებით საინტერესო მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, როცა ორივე გუნდმა 4 გოლი გაიტანა.

გამარჯვებულთა მხრიდან ორმა წყალბურთელმა მარკო ელაჩამ და ანდრია ბითაძემ სამ-სამი გოლი გაიტანეს. ''დინამოს'' მხრიდან მათ გარდა გოლები ბესარიონ ახვლედიანის, სანდრო ადეიშვილის, დუშან ვაშიჩის, ჯოვან სარიჩისა და ბორის ვალენსკის ანგარიშზეა.

გოლები: 1:0 ახვლედიანი, 2:0 ბითაძე, 2:1 ავერკა, 2:2 ბანიჩევიჩი, 3:2 ელაჩა, 3:3 პეტკოვიჩი, 3:4 რადოვიჩი, 4:4 ადეიშვილი, 5:4 სარიჩი, 6:4 ელაჩა, 7:4 ვაპენსკი, 7:5 რადოვიჩი, 7:6 რადოვიჩი, 8:6 ელაჩა, 9:6 ბითაძე, 9:7 ავერკა, 10:7 ვაშიჩი, 11:7 ბითაძე, 11:8 ობრადოვიჩი

შეგახსენებთ, ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში თბილისის ''დინამო'' იტალიურ ''ბრეშასთან'' 9:15 დამარცხდა. მეორე ტურში ''ბარსელონეტამ'' საქართველოს წარმომადგენელი 17:5 გაანადგურა.

ფოტო: წყალბურთის კლუბ თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები