ახალი კალენდარი - იანვარში ჩოგბურთი ბრუნდება!
Aa
Aa

ახალი კალენდარი - იანვარში ჩოგბურთი ბრუნდება!

კორონავირუსის პანდემიის გამო, რომ საჩოგბურთო სამყარო ძალიან დაზარალდა და ბევრი მნიშვნელოვანი ტურნირი ჩაიშალა ეს ახალი არ არის. ჩაშლის საშიშროება 2021 წელსაც იყო, მაგრამ დღეს ATP-ის ოფიციალური ვებ-საიტი ახალ კალენდარს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ იანვარში და თებერვალში ჩოგბურთი დაბრუნდება!

ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი მელბურნის ნაცვლად დოჰაში გაიმართება. ეს კი ისტორიაში პირველად მოხდება.

სეზონი სტარტს 250 ქულიანი კატეგორიის ტურნირებით "დელრეი ბიჩით" და "ანტალიით" აიღებს. ორივე გათამაშება 5 დან 13 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

10 დან 13 იანვრამდე დოჰაში ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება. სრული განრიკი კი ასე გამოიყურება: 

5-13 იანვარი "ანტალია" (ATP 250)

5-13 იანვარი "დელრეი ბიჩი" (ATP 250)

10-13 იანვარი ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი

31 იანვარი 6 თებერვალი - მელბურნი 1 (ATP 250) ადელაიდის რელოკაცია

31 იანვარი 6 თებერვალი - მელბურნი 2 (ATP 250)

1-5 თებერვალი - ATP CUP

8-21 თებერვალი - ავსტრალიის ღია პირველობა

მაშ ასე, ჩოგბურთის გულშემატკივრებს დატვირთული იანვარი და თებერვალი ელოდებათ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ თუ ავსტრალიის ღია პირველობა 8 თებერვალს დაიწყება, ასეთ შემთხვევაში მისი კორტზე დაბრუნება უფრო რეალური იქნება.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები