რუმენიგე:
Aa
Aa

რუმენიგე: "ბაიერნი მბაპეს ვერასდროს იყიდის"

მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ ჰაინც-რუმენიგემ პსჟ-ს და საფრანგეთის ვარსკვლავზე კილიან მბაპეზე ისაუბრა. გერმანელის განცხადებით "რეკორდმაისტერი" კილიანს ვერასდროს იყიდის.

"მბაპე ძალიან მიყვარს. მისი თამაშის სტილიც ძალიან მომწონს, მაგრამ "ბაიერნს" არასდროს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ ფრანგი იყიდოს. ის პარიზულ გრანდში კიდევ დიდ ხანს დარჩება. ასე, რომ ნასერ ალ ხელაფის სანერვიულო არ აქვს.

კორონავირუსის პანდემიამდე ფეხბურთი ფინანსების მხრივ საგიჟეთს ჰგავდა. მბაპეს და ნეიმარის ტრანსფერმა ყველაფერი არია. კარგია, რომ ახლა ასეთ არარეალურ თანხებს ვეღარ გადაიხდიან. კორონავირუსსაც ჰქონია გარკვეული დადებითი მხარეები. ახლა ტოპ ფეხბურთელების ფასები განახევრდა." - განაცხადა რუმენიგემ

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ნეიმარი "ბარსელონადან" პსჟ-ში 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, ხოლო კილიან მბაპეში კი 180 მილიონი ევრო დაიხარჯა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები