ძარცვა ქველმოქმედების დროს - რის ჯეიმსის მანქანა გატეხეს
Aa
Aa

ძარცვა ქველმოქმედების დროს - რის ჯეიმსის მანქანა გატეხეს

"ჩელსის" მარჯვენა მცველი გუშინ პროექტ "ფელიქსის" ფარგლებში ლონდონის ერთ-ერთ გარეუბანშ იმყოფებოდა და ოჯახებს სრულიად უსასყიდლოდ საკვებს ურიგებდა. 21 წლის ფეხბურთელმა საკუთარი ბიუჯეტიდან 100 000 ევრო გამოყო და დაახლოებით ნახევარ მილიონ ოჯახს ეხმარება.

როგორც უკვე მოგახსენეთ, გუშინ ჯეიმსი ლონდონის გარეუბანში იმყოფებოდა. ერთ-ერთ ოჯახში სტუმრობის შემდეგ რისი საკუთარ მანქანასთან დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ მისი ავტომობილის ერთ-ერთი ფანჯარა ჩამსხვრეული იყო. მძარცველებმა ძვირადღირებული საჩუქრები წაიღეს. ეს საჩუქრები კი იმ ხალხისთვის იყო განკუთვნილი, რომელსაც ჯეიმსი ეხმარება. ინფორმაცია Sky Sports-მა გაავრცელა.

მომხდარის შემდეგ ინგლისელმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე კომენტარი გააკეთა: "იმედი მაქვს ადამიანები საახალწლოდ გავახარე. სამწუხაროდ მანქანასთან როცა დავბრუნდი ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი. ჩემი ავტომობილი გატეხეს და მოიპარეს ის საჩუქრები, რომელიც დღის ბოლოს უნდა დამერიგებინა."

შეგახსენებთ, რომ რის ჯეიმსი ლონდონის "ცელსის" აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2019 წლიდან გამოდის. ამ პერიოდის განმავლობაში მან 52 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები