Aa
Aa

"მან რასიზმში ჩვენ დაგვადანაშაულა" - დემბა ბა ტუხელზე გაბრაზებულია

„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბასაქშეჰირის“ მატჩი პირველი ტაიმის შუაწელს შეწყდა. თურქული გუნდის ფეხბურთელებმა თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს და გასახდელს მიაშურეს, რამდენიმე წამში კი მათ პარიზელებიც შეუერთდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე გუნდის მოთამაშეებმა მეოთხე მსაჯს ბრალი რასიზმში დასდეს და მოედანი სწორედ ამიტომ დატოვეს. როგორც ირკვევა, მეოთხე მსაჯმა, სებასტიან ჩოლტესკუმ „ბაშაქშეჰირის“ ასისტენტს, პიერ ვებოს, რომელიც მე-16 წუთზე გააძევეს, რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც დემბა ბას მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

დღეს კი დემბა ბამ ახალი ინფორმაცია გააჟღერა. მისი თქმით პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა "ბასაქშეჰირის" ფეხბურთელები რასიზმში დაადანაშაულა: "ტუხელმა ყველაფერი ჩემს გუნდს და ფეხბურთელებს დააბრალა. პსჟ-ს მოთამაშეებს მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან მათ შეეძლოთ სტადიონი არ დაეტოვებინათ და თამაშის გაგრძელება მოეთხოვათ. ასე არ მოიქცნენ და მხარი დაგვიჭირეს.

მათმა მწვრთნელმა კი პირიქით, ჩვენ ფეხბურთელებს დასდო ბრალი რასიზმში. ამას არასდროს შევეგუები და დავივიწყებ. როცა მას კიდევ შევხვდები აუცილებლად დაველაპარაკები ამ ყველაფერზე. იმ მომენტში ძალიან მინდოდა კამერასთან დავმდგარიყავი და ყველასთვის მეთქვა, თუ რა საშინელება გვითხრა ტუხელმა, მაგრამ ვერ მოვახერხე." - განაცხადა დემბა ბამ

შეგახსენებთ, რომ ეს ინციდენტი მატჩის მეოთხე არბიტრის სებასტიან ჩოლტესკუს გამო დაიწყო. ერთ-ერთ მომენტში მთავარმა მსაჯმა ჩოლტესკუს ჰკითხა წითელი ბარათი ვისთვის უნდა მიეცა. მეოთხე მსაჯმა კი კოლეგას რუმინულად ასე უპასუხა: ala negru", რაც ქართულად „ამ შავ ბიჭს" ნიშნავს. ბა სწორედ ამან გააღიზიანა და რეფერის ამ სიტყვებით მიმართა: „შენ თეთრკანიანებზე საუბრისას არასდროს იყენებ ფრაზას „ამ თეთრმა ბიჭმა". რატომ გამოიყენე „ამ შავმა ბიჭმა"?.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები