ატალანტაში განხეთქილებაა - გასპერინიმ და პაპუ გომესმა იჩხუბეს
Aa
Aa

ატალანტაში განხეთქილებაა - გასპერინიმ და პაპუ გომესმა იჩხუბეს

სპორტულ მედიაში არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ "ატალანტას" შიდა სამზარეულოში ყველაფერი რიგზე ვერ არის. საქმე ძირითადად გასპერინის და ფეხბურთელების ურთიერთობას ეხება.

დღეს კი ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გულშემატკივრებს ამცნო, რომ მთავარი დაპირისპირება მთავარ მწვრთნელ გასპერინისა და გუნდის ლიდერ პაპუ გომესს შორის არის.

""ატალანტასა და "მიდტიულანდის" მატჩის დროს გასპერინიმ გომესს უთხრა, რომ ცენტრში არ უნდა ეთამაშა და მარჯვენა ფლანგზე გადასულიყო, რაზეც ფეხბურთელმა უარი განაცხადა. შესვენების დროს მწვრთნელმა და პაპუმ გასახდელში იჩხუბეს."

შეგახსენებთ, რომ ხსენებული მატჩი ბერგამოელებმა ვერ მოიგეს და ჯგუფიდან გასვლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, თუმცა საბოლოოდ გასპერინის ბიჭები მერვედფინალში მაინც გავიდნენ, სადაც მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები