„რინგზე მისი მოკვლა მინდოდა
Aa
Aa

„რინგზე მისი მოკვლა მინდოდა" - ტაისონმა გაიხსენა ალის გამო შური როგორ იძია

ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა მუჰამედ ალის შესახებ ისაუბრა და გაიხსენა მომენტი, როცა თავისი კუმირის გამო შური იძია. 1981 წლის 11 დეკემბერს მუჰამედ ალიმ კარიერის ბოლო ბრძოლა გამართა და ტრევორ ბერბიკს დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელმა მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ტაისონმა სწორედ მისი და ბერბიკის ჯახზე ილაპარაკა.

„იყო თუ არა ბერბიკთან ჩემი ბრძოლა ალის გამო შურისძიება? რა თქმა უნდა! 100 პროცენტით! რინგზე ბერბიკის მოკვლა მინდოდა. ალისთან ბრძოლაში მან ყველა თავისი იარაღი გამოიყენა, ალის კი უბრალოდ აღარაფერი ჰქონდა დარჩენილი. მას ჩხუბიც არ გამოსდიოდა, სამაგიეროდ, ტრევორი მის მოკვლას ცდილობდა. მათი შერკინების ნახვის შემდეგ, ჩემს თავს ვუთხარი: „ერთი სულ მაქვს, მას როდის შევხვდები. მას და ლარი ჰოლმსს“.

მახსოვს, 1980 წელს 14 წლის ვიყავი და ალისა და ჰოლმსის ჯახს დიდ ეკრანზე ვუყურე. 10 რაუნდის განმავლობაში ალის მაგრად სცემდნენ და როცა ბრძოლის შეწყვეტა გადაწყდა, ყველა ტიროდა. მათ შორის მე და კას დ'ამატოც ვიყავით. სახლისკენ გავემართეთ და 30 მილი გავიარეთ, მაგრამ მანქანაში კრინტი არავის დაუძრავს, რადგან თავს საშინლად ვგრძნობდით. შემდეგ კი კასმა მითხრა: „ხომ იცი, რომ ალის გამო ადრე თუ გვიან შური უნდა იძიო?“. მაშინ 14 წლის ვიყავი და ამხელა პასუხისმგებლობა დამაკისრეს.

სიმართლე გითხრათ, როცა ჰოლმსი დავამარცხე, ჩავთვალე, რომ ალის გამო შური ვიძიე. არ ვიცი, ალი რა აზრზე იყო, მაგრამ მე ასე მიმაჩნდა. ალბათ, მინდოდა, რომ ჩემს გონებაში დიდი ადამიანი ვყოფილიყავი. ადამიანი, რომელიც ალის დაეხმარა“...

შეგახსენებთ, რომ ტაისონმა ბერბიკი მეორე რაუნდში დაანოკაუტა. ლომსთან კი მე-4 რაუნდში მოპოვებული ტექნიკური ნოკაუტით იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები