პენალტების აღების ახალი მეთოდი - რასინგის მეკარე მუხლებზე დგება
Aa
Aa

პენალტების აღების ახალი მეთოდი - რასინგის მეკარე მუხლებზე დგება

თანამედროვე ფეხბურთში არსებული წესის მიხედვით, პენალტებისას მეკარეს ხაზზე ერთი ფეხი მაინც უნდა ჰქონდეს დაფიქსირებული, რაც ხშირ შემთხვევაში გოლკიპერებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ცოტა ხნის წინ, პეტრ ჩეხმა განაცხადა, რომ ურთულესია, ეს წესი დაიცვა და თერთმეტმეტრიანი მოიგერიო, თუმცა როგორც ჩანს, ესპანეთში გამოსავალი იპოვეს.

„რასინგის“ აკადემიის მეკარემ, ალვარო ხიმენესმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 7 შეხვედრაში 4-დან 3 პენალტი აიღო. ყველაზე საინტერესო კი ის სტრატეგიაა, რომელსაც ხიმენესი თერთმეტმეტრიანებისას იყენებს. „რასინგის“ გოლკიპერი მუხლებზე დგება, ხელებს ჰაერში წევს და მსაჯის სიგნალს ელოდება. იგი წამოდგომას მაშინ იწყებს, როცა პენალტის დამრტყმელი სტარტს იღებს.

ესპანეთში მიაჩნიათ, რომ ხიმენესის საიდუმლო ადამიანის ფსიქოლოგიას უკავშირდება. როცა პენალტის დამრტყმელი ხედავს, რომ მეკარე მუხლებზე დგას, თვლის, რომ გოლის გატანა არ გაუჭირდება და გაცილებით ცუდად ურტყამს, ვიდრე შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები