ცუდი ამბავი - ფედერერმა შესაძლოა ავსტრალიის ღია პირველობა გამოტოვოს
Aa
Aa

ცუდი ამბავი - ფედერერმა შესაძლოა ავსტრალიის ღია პირველობა გამოტოვოს

ლეგენდარულ როჯერ ფედერერს მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ ჩოგბურთი აღარ უთამაშია. გულშემატკივრები შვეიცარიელის დაბრუნების მოლოდინში არიან. გავრცელებული ხმებით როჯერი 2021 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე უნდა დაბრუნებულიყო. ამასთან დაკავშირებით ფედერერმა ბრიტანულ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ შეიძლება მისი დაბრუნება არ შედგეს.

"იმედი მქონდა, რომ ოქტომბერში 100 პროცენტით მზად ვიქნებოდი, მაგრამ დისკომფორტს ისევ ვგრძნობ. ეს კი ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსასვლელად ხელს შემიშლის.

ჯერჯერობით ავსტრალიის ღია პირველობის დაწყების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, მაგრამ თუ 8 თებერვალს დაიწყება ეს ჩემთვის კარგი იქნება, რადგან ტრავმის მოსაშუშებლად და მოსამზადებლად უფრო მეტი დრო მექნება.

2021 წელს ჩემი მთავარი მიზანი უიმბლდონის, ამერიკის ღია პირველობის და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მოგებაა. მინდა, რომ ამ ტურნირებისთვის მაქსიმალურად მზად ვიყო. გამარჯვების შემთხვევაში კარიერის გრანდიოზული დასასრული გამომივა." - განაცხადა ფედერერმა

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადა 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წლამდე გადაიდო. გავრცელებული ხმებით იაპონიის მოსახლეობა ოლიმპიადის ჩატარების წინააღმდეგია. მათი აზრით ეს ყველფერი კოვიდ ინფექციის აფეთქებას გამოიწვევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები