ზურა დათუნაშვილი -
Aa
Aa

ზურა დათუნაშვილი - "ამჯერად ეს მედალი სერბეთს უნდა მივულოცოთ"

ბელგრადმა მოჭიდავეთა მსოფლიო თასს უმასპინძლა,სადაც 87 კილოში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ ზურა დათუნაშვილმა სერბეთის სახელით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა მოჭიდავემ მედლისთვის ბრძოლაში იტალიელი ფაბიო პარისი 3:1 დაამარცხა.

დათუნაშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადება გააკეთა,რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ყველას ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის და გულშემატკივრობისთვის. ჩემთვის თითოეული თქვენგანის თანადგომა და მოლოცვა მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირის მედალი, მით უმეტეს ამდენი პრობლემის შემდეგ, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, თუმცა ორმაგად ბედნიერი ვიქნებოდი, ის საქართველოს ეკუთვნოდეს. მაგრამ რას ვიზამთ, ამჯერად ეს მედალი სერბეთს უნდა მივულოცოთ, ჩემთვის ერთ დროს უცხო ქვეყანას, რომელიც ძალიან რთულ მდგომარეობაში დამეხმარა და მენდო, მადლობა მათ ამისთვის და იმედია, მომავალში უფრო მეტად შევძლებ ამ ნდობის გამართლებას.“- გაანცხადა დათუნაშვილმა

ბელგრადში გამართულ მსოფლიო თასზე კი საქართველოს ნაკრებმა არ იასპარეზა. მწვრთნელების გადაწყვეტილებით საქართველოს დელეგაცია აღნიშნულ ტურნირიდან კორონავირუსის გამო ჩაეხსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები