ჰოლანდი:
Aa
Aa

ჰოლანდი: "ჩემი მომავალი? დორტმუნდში ბედნიერი ვარ!"

"დორტმუნდის ბორუსიას" ნორვეგიელმა ამომავალმა ვარსკვლავმა ერლინგ ჰოლანდმა Sky Sports-თან საკუთარ მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გერმანულ კლუბში ყოფნით ბედნიერია.

"ჩემი მომავალი? "დორტმუნდში" ბედნიერი ვარ. აქ ლუსიენ ფავრთან ერთად შესანიშნავი 1 წელი გავატარე და მას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. 

ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგის და ოქროს ბურთის მოგებაა. ამისთვის კი ყველაფერს გავაკეთებ. ნორვეგიის ნაკრებს კარგი თაობა ჰყავს. გირჩევთ დააკვირდეთ "მილანში" მოასპარეზე ჰაუგს. ის თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის." - განაცხადა ჰოლანდმა

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდი "ბორუსიას" 2019 წლის ზამთარში შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში ნორვეგიელმა თავდამსხმელმა 32 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა. ჰოლანდი ასევე 2020 წლის THE GOLDEN BOY გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები