ჩემპიონთა ლიგის წილისყრა: 1/8-ფინალური წყვილები ცნობილია!
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის წილისყრა: 1/8-ფინალური წყვილები ცნობილია!

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების გამოვლენის შემდეგ, გულშემატკივრებს კენჭისყრისთვის დიდი მოლოდინები ჰქონდათ, რადგან იყო შანსი, რომ საკმაოდ ხმაურიანი წყვილები მიგვეღო.

ქომაგების მოლოდინი გამართლდა. წილისყრამ რამდენიმე „გემრიელი“ წყვილი მოგვცა:

გლადბახი VS მანჩესტერ სიტი, ლაციო VS ბაიერნი, ატლეტიკო VS ჩელსი, ლაიპციგი VS ლივერპული, პორტუ VS იუვენტუსი, ბარსელონა VS პსჟ, სევილია VS დორტმუნდი, ატალანტა VS რეალი.

ყველაზე ცხელი წყვილი რა თქმა უნდა ბარსელონა-პსჟ გახლავთ. ყველას კარგად გვახსოვს ლეგენდარული 6:1. ვნახოთ ამჯერად რა იქნება.

ჩემპიონთა ლიგა თემერვლამდე დაგვემშვიდობა. ტურნირი 16-17 თებერვლას განახლდება. მატჩების განრიგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები