მსოფლიო თასი - ზურაბ დათუნაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
Aa
Aa

მსოფლიო თასი - ზურაბ დათუნაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

გასულ უქმეებზე სერბეთმა ჭიდაობის მსოფლიო თასს უმასპინძლა.

ბელგრადის ხალიჩაზე ბრინჯაოს მედალი სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურა დათუნაშვილმა მოიპოვა.

87 წონით კატეგორიის ქართველმა მოჭიდავემ მედლისთვის ბრძოლაში იტალიელი ფაბიო პარისი 3:1 დაამარცხა.

დათუნაშვილმა შეჯიბრზე 4 შეხვედრა გამართა და ნახევარფინალში ბელარუს კირილ მაკსკევიჩტან დამარცხდა.

მერვედფინალში ზურამ ყირგიზ ათბეკ აზისბეგოვსო აჯობა ,ხოლო მეოთხედფინალში უნგრელ ისტვან ტაკაჩს მოუგო.

შეგახსენებთ,რომ 2 გზის ევროპის ჩემპიონმა დათუნაშვილმა ქვეყნის შეცვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო რაც საქართველოს ჩემპიონატზე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან გეგა გეგეშიძესთან ინციდენტი მოუვიდა. საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

ბელგრადში გამართულ მსოფლიო თასზე კი საქართველოს ნაკრებმა არ იასპარეზა. მწვრთნელების გადაწყვეტილებით საქართველოს დელეგაცია აღნიშნულ ტურნირიდან კორონავირუსის გამო ჩაეხსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები