Aa
Aa

"ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგო!" - ვერატის პსჟ-ს დატოვება არ სურს

იტალიის ნაკრებისა და "პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველმა Telefoot-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ პსჟ-ს დატოვება არ სურს.

"ეს კლუბი ძალიან მიყვარს და თავს კარგად ვგრძნობ. ბევრი ფეხბურთელი 9 წლით ერთი და იგივე კლუბში უბრალოდ არ რჩება. ეს ნიშნავს, რომ მე პსჟ ძალიან მიყვარს.

"ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ასევე მსურს ყოველ წელს საფრანგეთის ჩემპიონატიც მოვიგო, რაც არც ისე მარტივია. 10 წელიწადში გულშემატკივრებს ისტორიული მომენტების გახსენება შეეძლებათ." - განაცხადა ვერატიმ

იტალიელი ნახევარმცველის აგენტმა მინო რაიოლამ ფრანგულ მედიასთან საუბრის დროს თქვა, რომ მარკო არსად წასვლას არ აპირებს.

"ნასერ ალ ხელაფის სახით ვერატის უდიდესი მხარდამჭერი ჰყავს. კლუბის მფლობელს მარკო ძალიან უყვარს. ნათქვამია, რომ თუ ის გუნდის დატოვებას გადაწყვეტს ხელს არავინ შეუშლის, მაგრამ ჩემს აგენტს პსჟ ძალიან უყვარს." - განაცხადა რაიოლამ

შეგახსენებთ, რომ მარკო ვერატი პარიზულ გრანდში 2012 წელს გადაბარგდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 329 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები