Aa
Aa

"ფრე ორივე გუნდისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგია" - სულშერმა სიტისთან მატჩი შეაფასა

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ "წითელი ეშაკების" თავკაცმა ოლე გუნარ სულშერმა მატჩი შეაფასა და კომენტარი გააკეთა.

"რთული მატჩი იყო. "ქალაქელები" რამდენჯერმე დავამარცხეთ, მაგრამ ის სხვა შეხვედრები იყო. ამ სეზონში პირველად მოხდა ისე, რომ მთლიანად ჩართულები ვიყავით მატჩში და ბურთს ვაკონტროლებდით. მოწინააღმდეგე ჩვენი საჯარიმოდან შორს ვათამაშეთ, მაგრამ რამდენიმე კარგი მომენტი მაინც ჰქონდათ.

გამარჯვება შეგვეძლო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე განცდილმა კრახმა დაგვსტრესა. დე ხეამ ბრწყინვალე "სეივი" შეასრულა. მაგუაერმა კი რამდენიმე შესანიშნავი შეტევა შეაჩერა. მთლიანობაში დაცვის ხაზმა ბრწყინვალედ იასპარეზა. გუნდმა ერთსულოვნად ითამაშა და ძალიან კმაყოფილი ვარ.

არ ვიცი რაშფორდი თამაშგარეში იყო თუ არა, მაგრამ საბოლოო ჯამში მსაჯის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული დავრჩი. ალბათ ფრე ორივე გუნდისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგია." - განაცხადა სულშერმა

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "იუნაიტედი" და "სიტი" სატურნირო ცხრილში გვერდიგვერდ არიან. სულშერის შეგირდებს 11 ტურის შემდეგ 10 ქულა აქვთ და მე-7 პოზიციაზე იმყოფებიან. რაც შეეხებათ "ქალაქელებს", იმავე რაოდენობის მატჩების შემდეგ 19 ქულით მე-8 ადგილზე არიან.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები