Aa
Aa

"ჩემ გუნდს ყველაფრის მოგება შეუძლია" - ზიდანმა ატლეტიკოსთან მატჩი შეაფასა

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის "რეალმა" "ატლეტიკოს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. "სამეფო კლუბმა" მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. შეხვედრის შემდეგ "ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მატჩი შეაფასა და ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"თამაშის დაწყებიდან დასასრულამდე ჩემმა გუნდმა იდეალური ფეხბურთი ითამაშა. "ატლეტიკოს" ლა ლიგაში 26 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა და ჩვენ დავამარცხეთ. რაც ფეხბურთელებმა გააკეთეს ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის იდეალურია. 

უდიდესი პასუხისმგებლობა გვქონდა. აუცილებლად უნდა მოგვეგო და ეს გამოგვივიდა. ლა ლიგაში ადვილი თამაშები არ არსებობს. ასე უნდა გავაგრძელოთ და სასურველი შედეგი აუცილებლად მოვა.

მოწინააღმდეგეს მომენტების შექმნის საშუალება არ მივეცით. ერთადერთი რეალური მომენტი საულ ნიგესს ჰქონდა, მაგრამ კურტუამ მისი დარტყმა მარტივად მოიგერია.

როდესაც ბურთი არ გვაქვს, ასეთ დროს თავი მაქსიმალურად კარგად უნდა დავიცვათ. კმაყოფილი ვარ გარემარბების და ფლანგის მცველების თამაშით. მათ უდიდესი სამუშაო გასწიეს.

მოდრიჩთან კროოსთან და ბენზემასთან ერთად ყველაფერი მარტივდება. მე მყავს მაღალი დონის ფეხბურთელები და შესანიშნავი გუნდი, რომელსაც ყველაფრის მოგება შეუძლია." - განაცხადა ზიდანმა

შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკომ" "რეალთან" მატჩამდე ბოლოს ლა ლიგაში მიმდინარე წლის იანვარში კვლავ "რეალთან" წააგო. ლა ლიგის გათამაშებას ამჟამად "როხიბლანკო" 26 ქულით ლიდერობს. ზიდანის გუნდი კი 23 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.

მომდევნო მატჩს მადრიდის "რეალი" 15 დეკემბერს შინ "ბილბაოს" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები