24-ე გამარჯვება - ჯოშუამ პულევი მე-9 რაუნდში ნოკაუტში ჩააგდო
Aa
Aa

24-ე გამარჯვება - ჯოშუამ პულევი მე-9 რაუნდში ნოკაუტში ჩააგდო

ენტონი ჯოშუა 1 წლიანი პაუზის შემდეგ რინგს გამარჯვებით დაუბრუნდა. ბრიტანელი მოკრივე ბულგარელ კუბრატ პულევს დაუპირისპირდა და როგორც დაგვპირდა ბრძოლა მე-9 რაუნდში დაასრულა - ჯოშუამ მეტოქე ნოკაუტში ჩააგდო.

მოკრივეებმა WBA-ს, WBO-ს, IBF-ისა და IBO-ს ქამრებისთვის იჩხუბეს.

ჯოშუას უპირატესობა აშკარა იყო. ბრიტანელმა მასზე 8 წლით უფროსი მეტოქე ნოკდაუნში ორჯერ გაუშვა. ენტონის ბრძოლის დასრულება გაცილებით ადრეც შეეძლო. საბოლოოდ მე-9 რაუნდის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე პულევი ნოკაუტში გაუშვა და გამარჯვება გაიფორმა.

„მის მიერ კლიჩკოს, ფიურისა და ბუკერის წინააღმდეგ გამართული ბრძოლები ვნახე და ვხვდები, რომ მას მეტოქეების დაჩაგვრა სურს, მაგრამ მკვლელი ვარ და ჩემში მკვლელის ინსტინქტი ნამდვილადაა. ამიტომ, მჯერა, რომ ბრძოლას მე-7-დან მე-9 რაუნდამდე შუალედში დავასრულებ“. - ამას ამბობდა ჯოშუა ბრძოლამდე და მართლაც, მან პულევი მე-9 რაუნდში დააგდო.

ჯოშუას კარიერაში ეს 25-ე ბრძოლა იყო, რომელთაგან 24 მოგებული აქვს, 23 კი ნოკაუტით. რაც შეეხება პულევს, მას კარიერაში 30 ორთაბრძოლა აქვს გამართული - 28 გამარჯვება და 2 მარცხი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები