Aa
Aa

"მოურინიო მათ ახლავე მოკლავდა" - გარი ნევილმა მანჩესტერული დერბი შეაფასა

დასრულდა პრემიერ ლიგის მორიგი ტურის ცენტრალური მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის. გუნდებმა ერთმანეთს ვერაფერი მოუხერხეს ტაბლოზე 0:0 დაფიქსირდა. შეხვედრის შემდეგ "წითელი ეშმაკების" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა მწვავე კომენტარი გააკეთა.

"ჟოზე მოურინიო, რომ ამ ორიდან რომელიმე გუნდის მწვრთნელი ყოფილიყო, ახლავე მოკლავდა. საშინელი მატჩი იყო, ამას არ უნდა შევეგუოთ." - განაცხადა ნევილმა

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "იუნაიტედი" და "სიტი" სატურნირო ცხრილში გვერდიგვერდ არიან. სულშერის შეგირდებს 11 ტურის შემდეგ 20 ქულა აქვთ და მე-7 პოზიციაზე იმყოფებიან. რაც შეეხებათ "ქალაქელებს", იმავე რაოდენობის მატჩების შემდეგ 19 ქულით მე-8 ადგილზე არიან.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები