EXCLUSIVE: ლუკა ლოჩოშვილი-
Aa
Aa

EXCLUSIVE: ლუკა ლოჩოშვილი-"ძალიან მინდა ზლატანის წინააღმდეგ თამაში"

ევროპის ლიგის "ვოლფსბერგერმა" "ფეინოორდს" უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი დეიან იოველიჩმა 31-ე წუთზე გაიტანა.

ამ გამარჯვებით ავსტრიული კლუბი ჯგუფიდან გავიდა. აღსანიშნავნია, რომ ლოჩოშვილმა გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა მინდორზე 90 წუთი დაჰყო და დაცვაში კარგად იასპარეზა.

"ვოლფსბერგერმა" ევროპის ლიგის K ჯგუფში 10 ქულა დააგროვა. 3 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება - ასეთია ავსტრიელების მონაგარი. ჯგუფში პირველი ადგილი ზაგრების "დინამომ" 14 ქულით დაიკავა.

Crystalsport.ge-ის გუნდი ქართველ ფეხბურთელს ავსტრიაში დაუკავშირდა და მცირე ინტერვიუ ჩაწერა.

მატჩს დადებითად შევაფასებდი რადგან ძლიერ მეტოქეს მოვუგეთ და ჯგუფიდან გავედით,ძალიან ბედნიერი ვარ. ეს დღე რთულია,როდისმე დაგავიწყდეს. ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ და ჯგუფში ისეთი გუნდები ჩავტოვეთ,როგორიც „ცსკა“ და „ფეინოორდია“.ამას არავინ ელოდა. გახარებული ვარ,რომ კლუბის ისტორიაში შევედი,იმედია სხვა წარმატებებიც ბევრი მექნება.

შემდეგ ეტაპზე „ტოტენჰემს“ ან „მილანს“ ვისურვებდი. ძალიან მინდა ზლატანის წინააღმდეგ თამაში. ეს დიდი გამოწვევა იქნება და დღე,რომელიც არასდროს დაგავიწყდება.

ევროპალიგაზე შევეცდებით კვლავ გავაოვოთ ხალხი. რაც შეეხება ავსტრიი ჩემპიონატს მანდ ცოტა უნდა მოვუმატოთ. ძალიან რთულია სამ ფრონტზე თამაში.მთავარი მიზანი ექვსეულში მოხვედრაა,რათა მერე პლეი-ოფში ვითამაშოთ“- აღნიშნა ლოჩოშვილმა

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ცენტრალური მცველი ავსტრიულ კლუბში მიმდინარე წლის ზაფხულიდან ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები