აბუ-დაბის გრან პრის პრაქტიკა - რაიკონენის ბოლიდს ცეცხლი გაუჩნდა
Aa
Aa

აბუ-დაბის გრან პრის პრაქტიკა - რაიკონენის ბოლიდს ცეცხლი გაუჩნდა

აბუ-დაბის გრან პრის პრაქტიკის მიმდინარეობისას „ალფა რომეოს“ პილოტის, კიმი რაიკონენის ბოლიდს ცეცხლი გაუჩნდა. ფინელი მრბოლელის მანქანას პრობლემები ძრავის გაუმართაობის გამო შეექმნა და მსოფლიოს ექს-ჩემპიონს დახმარება დასჭირდა.

„იას მარინას“ ტრასაზე პანიკამ დაისადგურა, მაგრამ ვითარება მალევე განიმუხტა. ინციდენტიდან რამდენიმე წამში 41 წლის პილოტი ბოლიდიდან თავად გადმოვიდა და მარშალებს ცეცხლის ჩაქრობაშიც დაეხმარა.

შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, ბაჰრეინის გრან პრიზე შემზარავი ავარიის მომსწრენი გავხდით. სტარტზე მესამე მოსახვევში რომენ გროჟანმა კვიატის ბოლიდს გზა გადაუჭრა და მაღალი სიჩქარით ბარიერს შეეჯახა. ბოლიდი ორად გაიყო და წამებში ცეცხლის ალში გაეხვა. საბედნიეროდ, რბოლის მარშალები ავარიის ადგილას სწრაფად გაჩნდნენ და ხანძრის ჩაქრობა დაიწყეს. ცეცხლის ალიდან გამოჩნდა რომენ გროჟანიც, რომელსაც მარშალი ბარიერზე გადმოსვლაში დაეხმარა. „ჰაასის“ გუნდის პილოტი ჰოსპიტალში მალევე გადაიყვანეს და როგორც გაირკვა, მას სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები