Aa
Aa

"ბალკანური სასმელი დამალევინა და წავიქეცი" - "სპარტაკის" მეკარემ ვლადიმირ ვაისზე ისტორია გაიხსენა

მოსკოვის „სპარტაკის“ მეკარემ ეროვნული ნაკრები ყოფილ მწვრთნელზე ვლადიმირ ვაისზე საინტერესო ისტორია გაიხსენა. რუსი გოლკიპერი და სლოვაკი სპეციალისტი ერთად „სატურნში“ მუშაობდნენ.

სატურნში" თამაშის დროს ჩვენი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი იყო. იმ პერიოდში საოპერაციოდ სლოვაკეთში წასვლა მოდად გახლდათ ქცეული. აღსანიშნავია, რომ ოპერაცია ორივე ფეხზე მქონდა გასაკეთებელი. ორივე მუხლზე რატომ იყო გასაკეთებელი? მეორე მუხლზე ჯვარედინი მყესი მქონდა დაზიანებული, რადგან განზრახ ვუფრთხილდებოდი მოტეხილ ფეხს და ჯანმრთელ ფეხს ვტვირთავდი.

ორივე მუხლზე ერთდროულად ოპერაციის გაკეთება კი არ შეიძლება. ამიტომ, როგორ ხდება: მიფრინავ, ოპერაციას გაგიკეთებენ, ორი კვირა იქ იმყოფები, შემდეგ სამი თვე აღდგენას უნდა, მერე ისევ მიფრინავ, ისევ ოპერაცია, ისევ ორი კვირა რჩები და ბოლოს სრული აღდგენა. როდესაც მეორეჯერ გავფრინდი, ვაისი ჩემთან ერთად იყო. ის ხშირად მნახულობდა, მასაჟებზე დამყვებოდა და ასევე მეუღლის გაკეთებული საჭმელი მოჰქონდა.

მერიდებოდა, ვინაიდან მასთან ახლო დამოკიდებულება არ მქონია. მწვრთნელთან ახლო დამოკიდებულებამ კი კინაღამ დამღუპა. როდესაც მეორე ოპერაციის შემდეგ გავფრინდი, აეროპორტში ვაისთან და მის კომპანიონებთან ერთად „სლივოვიცა“ (ბალკანური სასმელი) დავლიეთ. უარის თქმა უხერხული იყო, ისინი კი საქმეს სერიოზულად მიუდგნენ.

გაფრენის დრო მოვიდა და ვიგრძენი, რომ "ძალიან კარგად" ვიყავი. ორიოდ ნაბიჯი გადავდგი და წავიქეცი. ვიფიქრე, რომ ჯვარედინი მყესი კიდევ ერთხელ გამიწყდა. თუმცა, გადავრჩი. ეს ჩემთვისაც და ყველასთვის მომავალში გაკვეთილი უნდა იყოს - როდესაც აღდგენითი პროცესი გაქვს, რეჟიმი ორმაგად უნდა დაიცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ყველაფრის თავიდან დაწყება მოგიწიოს ან კარიერა საერთოდ დაასრულო“- გაიხსენა რებროვმა

შეგახსენებთ, სომხეთთან მარცხის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობის 5-წლიანი პერიოდი დაასრულა. სლოვაკი სპეციალისტის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატთან ახლოს იყო, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ფინალში ''დინამო არენაზე'' მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები