19 ქულა - როგავას შედეგიანი დებიუტი
Aa
Aa

19 ქულა - როგავას შედეგიანი დებიუტი

რუმინეთის ჩემპიონატში ასპარეზობა შედეგიანად დაიწყო რევაზ როგავამ, რასაც ვერ ვიტყვით მის გუნდზე. 

თბილისური „ოლიმპის“ ყოფილი კაპიტანი 2020-21 წლების სეზონში „ტარგუ ჟიუს“ ღირსებას იცავს და მის გუნდს პირველსავე ტურში რუმინეთის მოქმედი ჩემპიონი და ახლაც ოქროს მედლის მაძიებელი “ორადეა” შეხვდა.

როგავას გუნდი 65:90 დამარცხდა. ტარგუელთა შემადგენლობაში ორი კალათბურთელი გამოირჩა – ამერიკელი კევინ ალენი და ქართველი რევაზ როგავა. ალენმა 20 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა და საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, რეზო კი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, თუმც მოედანზე საკმაოდ ბევრი – 28 წუთი გაატარა და 19 ქულას 4 მოხსნა, 5 პასი, 1 დაფარება და 2 ჩაჭრა მიამატა.

 ქართველმა უკანახაზელმა სამქულიანები მეტისმეტად მაღალი პროცენტული სიზუსტით სტყორცნა – 7-დან 5 ჩააგდო.

მომდევნო მატჩს „ტარგუ ჟიუ“11 დეკემბერს „ტიმიშოარას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები