Crystalbet ეროვნული ლიგა - გორის
Aa
Aa

Crystalbet ეროვნული ლიგა - გორის "დილამ" ევროპალიგის საგზური მოიპოვა

Crystalbet ეროვნული ლიგის გათმაშება დასრულდა. ტურის ბოლო შეხვედრაში ჩემპიონატის მესამე ადგილოსანი გამოვლინდა,რომელიც საქართველოს ევროპულ სარბიელზე წარადგენს.

მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე ერთმანეთს თბილისის „ლოკომოტივი“ და გორის „დილა“ უპირისპირდებოდნენ.

დაძაბული შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩის დებიუტშივე გორელები დავით მაისაშვილმა თავური დარტყმით დააწინაურა.

50-ე წუთზე „დილას“ უპირატესობა ორ ბურთამდე გაიზარდა. პენალტი ზუსტად მიკოლა კოვტალიუკმა გამოიყენა.

მატჩის 61-ე წუთზე კი ირაკლი სიხარულეძემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით გიორგი ნემსაძეს შეგირედება 30 ქულა დააგროვეს და Crystalbet ეროვნული ლიგის გათმაშებაში მესამე ადგილი დაიკავეს.

Crystalbet ეროვნული ლიგის გამარჯვებული თბილისის „დინამო“ გახდა. ბოლო ტურში ჩისკოს შეგირდება „მერანი“ ანგარიშით 3:0 დააამრცხეს და საქართველოს ცემპიონის ტიტული მე-18 მოიპოვეს.

შეგახსენებთ,რომ მომავალ წელს ევროტურნირებზე საქართველოს სახელით თბილისის "დინამო", ბათუმის "დინამო", გორის "დილა" და "გაგრა" იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები