გუარდიოლა:
Aa
Aa

გუარდიოლა: "აგუერო იუნაიტედთან ძირითადში არ იქნება"

"მანჩესტერ სიტის" არგენტინელი თავდამსხმელი სერხიო აგუერო 2 თვიანი პაუზის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა და ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში "მარსელის" წინააღმდეგ ითამაშა და გოლიც გაიტანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პეპ გუარდიოლამ მოახლოებულ დერბიზე და სერხიო აგუეროზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის მორიგ ტურში 12 დეკემბერს "მანჩესტერ იუნაიტედი" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს.

"აგუეროს გოლის გატანის ინსტიქტი ყოველთვის ექნება და მუდამ დაგვეხმარება. კარგი ამბავი ის არის, რომ კუნი სრული დატვირთვით ვარჯიშობს და "მარსელთა" შესანიშნავად იასპარეზა. არგენტინელმა მინდორზე 25 წუთი დაჰყო, გოლი გაიტანა და მისი თამაშით კმაყოფილი ვარ. ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. აგუერო დერბიში ძირითად შემადგენლობაში არ იქნება. საჭიროებისამებრ, შესაძლოა ცვლილებაზე გამოვიდეს." - განაცხადა გუარდიოლამ

შეგახსენებთ, რომ აგუერო ტრავმა დაახლოებით 2 თვის წინ "ვესტ ჰემთან" თამაშის დროს მიიღო და რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვა. "წითელი ეშმაკების" და "ქალაქელების" მატჩი 12 დეკემბერს თბილისის დროით 21:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები