მორიგი რეკორდი - მბაპემ მესის მიღწევა გააუმჯობესა
Aa
Aa

მორიგი რეკორდი - მბაპემ მესის მიღწევა გააუმჯობესა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში პსჟ-მ „ბაშაქშეჰირი“ 5:1 გაანადგურა და მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა.

ხსენებულ შეხვედრაში კილიან მბაპემ დუბლი გაიფორმა და კარიერაში კიდევ ერთი რეკორდის ავტორი გახდა.

ამჯერად, მბაპემ მესის მაჩვენებელი გააუმჯობესა და ტურნირის ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც 20 გოლის გატანა შეძლო.

მბაპე მე-20 გოლის გატანისას 21 წლისა და 355 დღის იყო. მესიმ კი ეს 22 წლისა და 267 დღის ასაკში გააკეთა.

აქვე გეტყვით, რომ მერვედფინალში პსჟ-სა და „ბარსელონას“ შეხვედრის შანსი საკმაოდ დიდია. კატალონიელებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და მათი ერთ-ერთი სავარაუდო მეტოქე სწორედ პარიზული კლუბია.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების კენჭისყრა ორშაბათს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები