Aa
Aa

„ბრძოლას მე-7, მე-8 ან მე-9 რაუნდში დავასრულებ" - ჯოშუა გამარჯვებაში დარწმუნებულია

ბრიტანელმა მოკრივემ, ენტონი ჯოშუამ თბილისი დროით 13 დეკემბერს კუბრატ პულევის წინააღმდეგ გასამართი ბრძოლის შესახებ ისაუბრა. „ეიჯეის“ საკუთარ ძალებში ეჭვი არ ეპარება და დარწმუნებულია, რომ სასურველ შედეგს მიაღწევს.

„პულევზე ბევრად მოტივირებული ვარ. ეს ბრძოლა ჩემთვის ყველაფერია. არ ვიცი როგორ აგიხსნათ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დიდი გამოცდილების მქონე პრეტენდენტი ვარ და საჩემპიონო ქამრების მფლობელ მოკრივეს ვეჩხუბები. 

ვიცი, რომ მოსამზადებელი პერიოდისას გასამარჯვებლად ყველაფერი გავაკეთე და უკან არაფერზე დავიხევ. პულევი მაღალი დონის მოკრივეა. მას კარგი ბალანსი, კრივის ევროპული სტილი და ბრწყინვალე ჯები აქვს. მის მიერ კლიჩკოს, ფიურისა და ბუკერის წინააღმდეგ გამართული ბრძოლები ვნახე და ვხვდები, რომ მას მეტოქეების დაჩაგვრა სურს, მაგრამ მკვლელი ვარ და ჩემში მკვლელის ინსტინქტი ნამდვილადაა. ამიტომ, მჯერა, რომ ბრძოლას მე-7-დან მე-9 რაუნდამდე შუალედში დავასრულებ“.

შეგახსენებთ, რომ ენტონი ჯოშუას კარიერაში 24 ბრძოლა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 23 მოგება და 1 მარცხია. პულევს რაც შეეხება, ბულგარელ მოკრივეს 28 გამარჯვება და 1 წაგება აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები