ზედიზედ მესამედ - ინტერი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა
Aa
Aa

ზედიზედ მესამედ - ინტერი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა

დასრულდა 2020/2021 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი. გაირკვა ყველა მერვედფინალისტის ვინაობა. ზედიზედ მესამედ მილანის "ინტერი" ჯგუფში ჩარჩა.

"ნერაძურიმ" მადრიდის "რეალის" საჩუქარი ვერ გამოიყენა და საკუთარ კედლებში დონეცკის "შახტარი" ვერ დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ "ინტერი" თავის თავზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა დამოკიდებული, თუ "ბლანკოსი" "გლადბახს" დაამარცხებდა.

ზიდანის შეგირდებმა გერმანულ გუნდს 2:0 სძლიეს და კონტეს შეგირდებს ხელფეხი გაეხსნათ, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს, მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა და "ინტერი" ჯგუფში ჩარჩა. აღსანიშნავია, რომ "ნერაძური" ბოლო ადგილზე გავიდა და ვერც ევროპის ლიგაზე იასპარეზებს.

კონტეს გუნდმა წლევანდელ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ 1 თამაში მოიგო. ისიც სტუმრად "გლადბახთან" დაძაბულ ბრძოლაში 3:2.

"ინტერი" ორჯერ მადრიდის "რეალთან" დამარცხდა, ერთხელ ხსენებულ "გლადბახთან" ფრე ითამაშა, ხოლო დონეცკის "შახტართან" ორივე მატჩი იდენტური ანგარიშით 0:0 დაასრულა. საერთო ჯამში მილანელებმა 6 ქულა დააგროვეს.

მადრიდის "რეალმა" კი, როგორც უკვე მოგახსენეთ საკუთარი შეხვედრა მოიგო და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. მეორეზე კი "გლადბახი" დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები