ანდრე აგასი:
Aa
Aa

ანდრე აგასი: "იღბლიანი ვარ, რომ ამ ეპოქაში არ ვთამაშობ"

ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა ანდრე აგასიმ ფედერერი-ნადალი-ჯოკოვიჩის ტრიოზე და მათ ერაზე ისაუბრა.

აგასიმ ფედერერთან შეხვედრა გაიხსენა. მისი თქმით, იგი იღბლიანია, რომ მათ ერაში თამაში არ მოუწია.

„იმ დღეს, როცა ფედერერს პირველად დავუპირისპირდი (1998 წელს ბაზელში, 17 წლის როჯერთან) მივხვდი, რომ ყველა დროის საუკეთესოს ვეთამაშებოდი.

მე არასდროს მითამაშია საუკეთესო ფორმაში მყოფი ნადალის წინააღმდეგ და ამისთვის მადლიერი ვარ. ჯოკოვიჩი კი არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ საფარზე ითამაშოს და შეძლოს გამარჯვება. ეს კი ბევრ რამეზე მეტყველებს.

ზოგადად ჩოგბურთი არის მთავარი გამარჯვებული , რომ დღეს სამივე მათგანი ჰყავს.

იღბლიანი ვარ, რომ ამ ეპოქაში არ ვთამაშობ. 3 ჩოგბურთელი დღეს სათავეშია მოქცეული, მაგრამ ახალგაზრდები (ზვერევი, ციციპასი, ტიმი) უკვე კარზე აკაკუნებენ. ისინი უბრალოდ ახალგაზრდები არ არიან, მათ სჯერათ, რომ გამარჯვება შეუძლიათ. ეს ყველაფერი კი მაფიქრებინებს, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება“.

შეგახსენებთ, რომ ანდრე აგასიმ თავისი კარიერის მანძილზე 8-ჯერ შეძლო დიდი სლემის ტურნირის მოგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები