ალესანდრო ნესტა:
Aa
Aa

ალესანდრო ნესტა: "ტოტი განსაკუთრებულია"!

ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა ალესანდრო ნესტამ, მისი ყოფილი სანაკრებო თანაგუნდელის, ფრანჩესკო ტოტის შესახებ ისაუბრა.

"ჩემი ასაკისაა და მაშინ როცა მე მწვრთნელობით ვარ დაკავებული, ის კვლავ აქტიურ სპორტულ ცხოვრებას ეწევა". 

"ჩესკო განსაკუთრებულია და მას იშვიათი თვისებები აქვს, არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელს, არამედ ადამიანსაც. მასთან შეხვედრა ყოველთვის სასიამოვნოა, რადგან მუდამ მხიარულია და პოზიტივის გადმოცემას შენზეც ახერხებს". - განაცხადა Omnisport-თან ინტერვიუში ნესტამ. 

შეგახსენებთ, რომ "ლაციოსა" და "მილანის" ყოფილი მცველი ამჟამად ამერიკულ კლუბ "მაიამის" წვრთნის, რომლის ერთ-ერთი თანამფლობელიც პაოლო მალდინია. 

 

მომზადებულია football-italia.net-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები