„სპორტში ყველაზე დიდ სენსაციას იხილავთ
Aa
Aa

„სპორტში ყველაზე დიდ სენსაციას იხილავთ" - ლოგან პოლი მეივეზერს ემუქრება

ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, ფლოიდ მეივეზერმა ლოგან პოლის წინააღმდეგ გასამართ საჩვენებელ ბრძოლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ეს საღამო თითოეული ქომაგისთვის საუცხოო იქნება, რადგან სპორტისა და სანახაობის დახმარებით მათ რაღაც განსაკუთრებულს ვაჩუქებთ. ჩემი კარიერის განმავლობაში არასდროს მითქვამს უარი, რაღაცები განსხვავებულად მეკეთებინა და ლოგან პოლთან გასამართი საჩვენებელი ბრძოლა კიდევ ერთი შანსია ეს გავაკეთო“.

„მანისთან“ ჩანიშნული ჩხუბის შესახებ ლოგან პოლმაც ისაუბრა და განაცხადა: „ყოველთვის ყველაზე რთულ გამოწვევებს ვეძებ და ჩემთვის ცოცხალ მოკრივეთა შორის უდიადესის წინააღმდეგ რინგზე გასვლა ახდენილი ოცნებაა. მაქსიმუმს გავაკეთებ და 20 თებერვალს მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდ სენსაციას იხილავს“.

შეგახსენებთ, რომ ფლოიდისა და პოლის ჩხუბი 2021 წლის 20 თებერვალს გაიმართება. ბრძოლის წესების, ჩატარების ადგილისა და დამატებითი დეტალების შესახებ კი ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები