Aa
Aa

"ასეთი აზრების მოსმენა დამთრგუნველია" - რა თქვა კონტემ შახტართან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში "ინტერი" დონეცკის "შახტარს" უმასპინძლებს და უდიდესი საფრთხის წინაშე დგას. შესაძლოა "ნერაძური" ჯგუფში ჩარჩეს. მატჩის წინ ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო დეტალებზე ისაუბრა.

"ბოლო დღეებში ხშირად მესმის მოსაზრება, რომ "რეალი" და "გლადბახი" ფრეს ითამაშებენ და ჩვენ სპეციალურად ჯგუფში ჩაგვტოვებენ. საქმე ეხება ისეთ ტურნირს, როგორიც ჩემპიონთა ლიგაა. აქ ყველა გამარჯვებისთვის იბრძვის და მინდა მჯეროდეს, რომ ასეც იქნება. დამთრგუნველია ასეთი აზრების მოსმენა, თითქოს "ინტერის" წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება.

შემადგენლობაში ტრავმების გამო პრობლემები გვაქვს. მაქსიმალურად ვეცდები ოპტიმალური თერთმეტეული დავაყენო და გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. ერთი კვირის წინ ჩვენ მკვდრები ვიყავით, მაგრამ ახლა გვირაბის ბოლოს სინათლე მოკაშკაშებს. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.

სამწუხარო მხოლოდ ის ფაქტია, რომ საკუთარ თავზე დამოკიდებულები არ ვართ. მიუხედავად ამისა, 110 %-ით დავიხარჯებით და ჯგუფიდან გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ." - განაცხადა კონტემ

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში "ინტერი" 5 ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზე 5 ქულით იმყოფება. კონტეს გუნდის ერთადერთი შანსი გამარჯვებაა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ "რეალი" და "გლადბახი" თითო ქულას დასჯერდებიან, ასეთ შემთხვევაში "ნერაძურის" არანაირი შანსი აღარ რჩება.

მატჩი 9 ნოემბერს თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება. ამ გუნდების უკანასკნელი შეხვედრა კი ფრედ 0:0 დასრულდა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები