ჭანტურია შეუჩერებელია - ქართველმა ხელბურთელმა 13 გოლი გაიტანა
Aa
Aa

ჭანტურია შეუჩერებელია - ქართველმა ხელბურთელმა 13 გოლი გაიტანა

მაკედონიის ჩემპიონატში მეორე ეტაპზე გასასვლელად  ქართველი ხელბურთელების გუნდი პრილეპი“ იბრძვის. პრილეპმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. ქაღთველების გუნდმა „მლადოსტი“ ანგარიშით 28-27 დაამარცხა. რევაზ ჭანტურიამ მოგებულ მატჩში მეტოქეს 13 გოლი გაუტანა.

 წინა ტურში კი „რაბოტნიჩკისთან“ მოგებულ თამაშში (27-24) რეზომ გაიტანა 8 გოლი გაიტანა ,  მირიან გავაშელიშვილმა 3 და ასევე ერთიც მეკარემ ზურაბ ცინცაძემ.

პირველი ეტაპის ბოლომდე „პრილეპს“ დარჩენილი აქვს 3 თამაში, რომლებიც უკვე 2021 წელს გაიმართება. ქართველების გუნდი სტუმრად შეხვდება სკოპიეს ბუტელს და შინ - ტიკვეშსა და უშუალო კონკურენტ პელისტერს.

ორი შვიდგუნდიანი ქვეჯგუფიდან საჩეპიონო რაუნდში გადის 3, პრილეპი ახლა მეოთხე ადგილზეა და 2 ქულით ჩამორჩება პელისტერს.

მეორე ეტაპზე 6 ფინალისტს დაემატება ორი მაკედონიურ გრანდი - ვარდარი და ეუროფარმი და 8 გუნდი 2 წრედ  ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები