დავორ შუკერი:
Aa
Aa

დავორ შუკერი: "მბაპეს რეალში თამაში სურს"

მადრიდის "რეალის", "არსენალის" და "ხორვატიის" ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დავორ შუკერმა კილიან მბაპეს შესახებ beIN SPORTS-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ მას "სამეფო კლუბში" თამაში სურს.

"ფეხბურთში ახლა ბევრი ფული ტრიალებს, მაგრამ თუ ფეხბურთელს ტიტულების მოგების წყურვილი არ აქვს ვერაფერს მიაღწევს. ჩემი აზრით მბაპე იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც ტიტულები მოგება სურს. ვფიქრობ კილიანს მადრიდის "რეალში" თამაში უნდა. მე მისი წარმომადგენელი არ ვარ. მე მხოლოდ ვსაუბრობ იმაზე, რასაც ვხედავ და ვგრძნობ." - განაცხადა შუკერმა

დღეს კი სპორტულ მედიაში ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. RMC Sport იტყობინება, რომ კილიან მბაპემ „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები განაახლა. 21 წლის ფეხბურთელი მზადაა „პარკ დე პრენსზე“ დარჩეს, ოღონდ, გარკვეული მოთხოვნები აქვს.

მბაპეს მთავარი პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაა და სურს მიიღოს გარანტია, რომ კლუბი ამ ტურნირის მოსაგებად მაქსიმუმის კეთებას მომავალშიც განაგრძობს. ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მხარეებს შორის ორი შეხვედრა გაიმართა და ორივე პსჟ-სთვის სასურველი შედეგით დასრულდა.

RMC Sport დასძენს, რომ ამ ეტაპზე „პარი სენ ჟერმენის“ ხელმძღვანელთა ნომერ პირველი ამოცანა მბაპესთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაა და უდიდესი ალბათობით ისინი მიზანს უახლოეს პერიოდში მიაღწევენ.

შეგახსენებთ, რომ მბაპე ფრანგული გრანდის ღირსებას 2018 წლიდან იცავს და კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე აკავშირებს. უცხოურ პრესაში კილიანს რამდენიმე გუნდს უკავშირებენ, ყველაზე ხშირად კი „რეალის“ შესახებ იწერება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები