„ჩემთან შანსი არ აქვს“ - ქალმა მოკრივემ მამაკაცი გამოიწვია
Aa
Aa

„ჩემთან შანსი არ აქვს“ - ქალმა მოკრივემ მამაკაცი გამოიწვია

ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მოკრივემ, კლარესა შილდსმა, რომელმაც საჩემპიონო ქამრები სამ სხვადასხვა წონით დივიზიონში დაისაკუთრა, რინგზე იუთუბერი და ბლოგერი, ჯეიკ პოლი გამოიწვია.

შილდსი, რომელიც ESPN-ის მიხედვით, დღესდღეობით ე.წ Pound-for-pound რეიტინგში (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) ნომერ პირველია, TMZ Sports-ს ესაუბრა და პოლს ბრძოლის გამართვისკენ მოუწოდა.

„მე, კლარესა შილდსი ჯეიკ პოლს მაგრად ვცემ. მას შეუძლია, რინგზე გამოსვლისას 82 კილოგრამს იწონიდეს, ჩემი წონა კი 76 კილოგრამი იქნება და მიუხედავად ამისა, მაინც გავანადგურებ.

ჯეიკ პოლი ფულს თავისი საქმის კეთებით შოულობს, მაგრამ ურჩევნია, რომ ჩემნაირი ნამდვილი მებრძოლებისგან თავი შორს დაიჭიროს. რაც მთავარია, ვერავინ იტყვის, რომ ჯეიკ პოლი იმიტომ გამანადგურებს, რომ ქალი ვარ. მე ისტორიაში უდიადესი ქალი ვარ. ასე რომ ჯეიკ პოლი ჩემ წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობს და თუ სხვანაირად ფიქრობს და ჰგონია, რომ რამეს მოახერხებს, შეუძლია, რინგზე გამოვიდეს“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჯეიკ პოლმა NBA-ის ყოფილი კალათბურთელის, ნეით რობინსონის წინააღმდეგ იჩხუბა და მეტოქე უშანსოდ გაანადგურა. მას პროფესიონალურ დონეზე 2 ბრძოლა აქვს გამართული და ორივეში იმარჯვა. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ იგი ლოგან პოლის ძმა გახლავთ, რომელიც 20 თებერვალს ფლოიდ მეივეზერის წინააღმდეგ იჩხუბებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები