„ელიტარულ დონეზე გამოსვლას განაგრძობს
Aa
Aa

„ელიტარულ დონეზე გამოსვლას განაგრძობს" - FIBA-მ შერმადინი გამოარჩია

FIBA-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა ნოემბერში, ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული მატჩები შეაფასა და თითოეული ნაკრების MVP დაასახელა. FIBA-მ საქართველოს ეროვნული გუნდიდან გიორგი შერმადინი გამოარჩია.

გიორგი შერმადინი (საქართველო)

საშუალო სტატისტიკა - 19 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა.

„შერმადინი ელიტარულ დონეზე გამოსვლას განაგრძობს. 31 წლის კალათბურთელმა დაუღალავად იშრომა და საქართველოს ნაკრების მიერ მოგებულ 2 მატჩში 80-დან მხოლოდ 10 წუთი დაისვენა. შერმადინმა ფინეთთან შეხვედრაში 27 ქულა, 10 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მის გარდა კი საკვალიფიკაციო ეტაპის გასულ ფანჯარაში თად მაკფადენიც გამოირჩა“, - წერს FIBA-ს ოფიციალური ვებგვერდი.

აქვე გეტყვით, რომ E ჯგუფიდან, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, FIBA-მ ალექსა ავრამოვიჩი, სასუ სალინი და მარკო და დუშან მლადიანები გამოარჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები