ხესე როდრიგესი პსჟ-დან გააგდეს - მიზეზი პარტნიორთან მომხდარი სკანდალია
Aa
Aa

ხესე როდრიგესი პსჟ-დან გააგდეს - მიზეზი პარტნიორთან მომხდარი სკანდალია

მადრიდის "რეალის" ყოფილი ამომავალი ვარსკვლავი ხესე როდრიგესი პარიზულმა გრანდმა გუნდიდან გააგდო. მიზეზად ყოფილი პარტნიორის სექსუალური შევიწროვება და ზოგადად სპორტსმენისგან შეუფერებელი საქციელები სახელდება.

გასულ თვეში როდრიგესმა გრან-კანარიაში გამართულ წვეულებაზე სოციალური დისტანციის წესები დაარღვია და სპეციალური პირბადეც არ ეკეთა. ამ ფაქტმა კლუბის მესვეურები ძალიან აღაშფოთა, მაგრამ კატეგორიულ ზომებს მაინც არ მიმართეს.

ყველაფერი იმან გაართულა, რომ მოდელმა როკიო ამარმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა აუდიო ჩანაწერები, სადაც ხესე თავის ყოფილ პარტნიორს და საკუთარი შვილის დედას აურა რუიზს გიჟს და მოსაწყენს უწოდებს. აურა რუიზი კი ამარის მეგობარი გახლავთ.

ამარის აუდიო ჩანაწერებში ნახსენებია ისიც, რომ ხესე ღამის კლუბებში ხშირად დადიოდა და სრულიად უცხო ადამიანებთან სექსით კავდებოდა. ამას კი მისი შვილის დედა აურა რუიზი იტანდა და უძლებდა.

ხესეს და რუიზის ურთიერთობა რთული იყო. 2018 წელს როდრიგესმა 5000 ევრო გადაიხადა იმისთვის, რათა საკუთარი შვილის დედის სიტყვები მასზე, ერთ-ერთი რეალითი შოუდან ამოეღოთ და არ გაესაჯაროვებინათ. რუიზი ერთ-ერთი გადაცემის "დიდი ძმის" წამყვანიც გახლდათ და ფეხბურთელმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ის სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ და საბოლოოდ გამოუვიდა კიდეც.

View this post on Instagram

A post shared by AURA RUIZ (@aurah.ruiz)

წყვილი სკანდალურად დაშორდა. რუიზმა ხესეს სასამართლოში უჩივლა. მისი თქმით ესპანელი ფეხბურთელი ცუდი მამა იყო და მამობრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

ეს ყველაფერი "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობისთვის ცნობილი გახდა და ამის შემდეგ ესპანელს კონტრაქტი შეუწყვიტეს. ამჟამად ხესე როდრიგესი უკლუბოდ არის დარჩენილი.

შეგახსენებთ, რომ ხესე პარიზში 2016 წელს გადაბარგდა. ამ პერიოდის განმავლობაში ესპანელი სხვადასხვა გუნდებში იჯარის წესით იყო განათხოვრებული და პარიზული გუნდის რიგებში მხოლოდ 18 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. სხვადასხვა დროს როდრიგესი "ლას პალმასის" "სტოკ სიტის" "სპორტინგის" და "ბეტისის" ღირსებას იცავდა. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები