1997 წელი, ბუფონი და სხვები - U21: საქართველო 2-0 იტალია
Aa
Aa

1997 წელი, ბუფონი და სხვები - U21: საქართველო 2-0 იტალია

90-იან წლებში და 2000-იანების დასაწყისში საქართველოს ნაკრებს საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა, რომლისგანაც მეტს ველოდით, თუმცა ბევრი მიზეზის გამო ყველაფერი ისე არ წარიმართა როგორც ჩვენ გვინდოდა.

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში არის ერთი მატჩი, რომელიც ბევრს არ ახსოვს, ან უბრალოდ არც იცის, რომ ასეთი შეხვედრა შედგა. 1997 წელს, ვლადიმირ გუცაევის გაწვრთნილმა 21-წლამდელთა ნაკრებმა რუსთავში იტალიას უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

იტალიელთათვის ეს შეხვედრა დიდი მნიშვნელობის იყო და ისინი ამ მარცხს დღემდე ვერ ივიწყებენ. სტუმართა კარს ჯანლუიჯი ბუფონი იცავდა, რომელიც იმ დროს საკმაოდ ძლიერი „პარმას“ ღირსებას იცავდა. ამ მატჩიდან 1 თვის შემდეგ, ჯიჯის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა გიორგი კიკნაძისა და ლევან ქებაძის ლამაზი გოლებით მოიგო. მატჩი იმდენად დაძაბული იყო, რომ პუბლიკამ 3 წითელი ბარათი იხილა.

გუნდების შემადგენლობები ასე გამოიყურებოდა:

საქართველო: დავით გვარამაძე, ლევან სილაგაძე, ლევან ცქიტიშვილი, გივი დიდავა, შალვა ხუჯაძე, ზაზა ზირაქიშვილი (ლევან ქებაძე 20), გიორგი კიკნაძე (კაპ), რატი ალექსიძე (მიხეილ საჯაია 85), დავით მუჯირი (ალექსანდრე გოგობერიშვილი 78), მიხეილ ფოცხვერია, მიხეილ აშვეთია.

მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი.

იტალია: ჯანლუიჯი ბუფონი, ალესანდრო გრანდინი, ალესანდრო პისტონე, მასიმო ამბროზინი (რობერტო გორეტი 65), ფრანჩესკო კოკო, სტეფანო ფიორე, ალესიო ტაკინარდი (კაპ), ჯონათან ბაკინი, კლაუდიო ბელუჩი (ნიკოლა ვენტოლა 65), კრისტიანო ლუკარელი.

მწვრთნელი: როსანო ჯამპალია.

გაძევება: ფრანჩესკო კოკო (68), მიხეილ ფოცხვერია (68), ჯონათან ბაკინი (89).

გოლები: 1:0 გიორგი კიკნაძე (59), 2:0 ლევან ქებაძე (64).

კადრები ქართული ფეხბურთის არქივმა შემოგვთავაზა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები