გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
Aa
Aa

გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ოთხწლიანი ვადით გეგა გეგეშიძე იქნა არჩეული.

5 დეკემბერს, ვაკის ფალავანთა კლუბში გამართულ საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი ვიხილეთ, რომელსაც მხარი ფარულ კენჭისყრაში ხმის უფლების მქონე ოცდაათივე დელეგატმა დაუჭირა.

„დიდი მადლობა დელეგატებს, რომლებმაც პრეზიდენტად მეორე ვადით ამირჩიეს. ძალიან კარგი 4-წლიანი ციკლი ჩავატარეთ, 4 მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი გვყავს, გვყავდა პრიზიორი ქალთა შეჯიბრებაში ევროპის პირველობაზე, რაც აქამდე არ მომხდარა.

ჩვენი მიზანია, რომ მომდევნო 4 წელიწადში ქვეყანა უფრო მეტად ვასახელოთ და უკეთესი შედეგები ვაჩვენოთ.

ეს ყველაფერი გახლავთ სპორტის სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტისა და სახელმწიფო სტრუქტურების თანადგომის შედეგი“. - განაცხადა გეგა გეგეშიძემ არჩევნების შემდეგ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები