Aa
Aa

ჟოზე უკმაყოფილოა - „ზოგიერთ ფეხბურთელს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპი მოტივაციას არ აძლევს"

„ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო „ლასკის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში საკუთარი შეგირდების თამაშით უკმაყოფილო დარჩა. პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით, „დეზების“ რამდენიმე მოთამაშე ევროპა ლიგას მთელი სერიოზულობით არ ეკიდება.

„მაღალ დონეზე ნამდვილად არ გვიასპარეზია. მატჩის შედეგი უკეთესია, ვიდრე ჩვენი გამოსვლა. მეორე ტაიმი პირველ ნახევარზე უკეთ ჩავატარეთ. რამდენიმე ფეხბურთელმა შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ცუდად იასპარეზეს.

ეს სიახლე არ გახლავთ. ფაქტია, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპი სათანადო მოტივაციას არ აძლევს. ვგრძნობ, რომ არიან მოთამაშეები, რომლებიც თვლიან, რომ აქ არ უნდა იყვნენ.

მსგავსი რამ მანჩესტერში ყოფნის დროსაც შემხვდა, თუმცა პლეიოფში გასვლის შემდეგ, სადაც უფრო რთულ და ძლიერ მეტოქეებს ეთამაშები, გუნდი საქმეს მთელი სერიოზულობით მოეკიდა.

დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე, როცა ფეხბურთელები მოედანზე გასახურებლად გავიდნენ, დავინახე, რომ ინტენსივობის, კომუნიკაციისა და ენთუზიაზმის მხრივ ჩვენსა და მოწინააღმდეგეს შორის დიდი განსხვავება იყო. ერთადერთი სასიხარული ის არის, რომ პლეიოფში გავედით და თუ ანტვერპენს დავამარცხებთ, პირველ ადგილს დავიკავებთ“.

ცნობისთვის, „ლასკისა“ და „ტოტენჰემის“ მატჩი ფრედ, 3-3 დასრულდა. „დეზების“ მხრიდან თავი ბეილმა, სონ ჰიონ მინმა და დელე ალიმ გამოიჩინეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები